13 ივლისს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა ყველაზე კომპლექსური და საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთული არჩევნები. როგორც საკითის კომეტირებისას თამარ ჟვანიამ განაცახდა არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
„თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთული არჩევნები. საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა დონეზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაუღალავად იმუშავა იმისთვის რომ მოქალაქეებს თავისუფლად განეხორციელებინათ საკუთარი საარჩევნო უფლება და გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. კენჭისყრის დღემ როგორც არჩევნების პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ჩაირა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. საარჩევნო ადმინისტრაცია გაანალიზებს საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპს, საფუძვლიანად შეისწავლის ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რათა ერთობლივად კიდევ უფრო გავაუმჯებესოთ საარჩევნო პროცესი ჩვენს ქვეყანაში", _განაცახდა თამარ ჟვანიამ.
მასალის გამოყენების პირობები