ცესკო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი საბოლოო შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ყველა თვითმმართველ ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ლიდერობენ. კერძოდ, რუსთავში "ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით ჯიქიამ ხმების 64.77% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა 35.23%, მცხეთაში გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტიის" კანდიდატმა დავით მაჩხანელმა ხმების 37.01% მიიღო, ხოლო ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ 62, 99%, რაც შეეხება გორს, აქაც კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი ლიდერობს რომელმაც ხმების 62.23% მიიღო, რაც შეეხება გორში ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" კანდიდატს კახაბერ ერგემლიძეს მას ხმების 37.77% ხვდა წილად.
ფოთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ ხმების 72.38%, ხოლო "დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა უშანგი გეგენავამ ხმების 27.62% . რაც შეეხება ოზურგეთს "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 58.9%, ხოლო "დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა შოთა გოგიბერიძემ ხმების 41.1% მიიღო.