პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ისტორიულია.
,, მინდა ყველას მოგილოცოთ არჩევნების მეორე ტურის გამართვა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ისტორიული დღე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველო და დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებული ვართ რომ რეალური დემოკრატია ავაშენოთ", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, არჩევნებმა მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
,, ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების პრაქტიკას", _განაცახადა ღარიბაშვილმა.