ნატოს უელსის სამიტზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაემგზავრება. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდგე განაცხადა.
,,ნატოს ISF -ს სამიტზე, რომელიც 4 სექტემბერსაა დაგეგმილი პრემიერმა და მთავრობამ მივიჩნეთ, რომ სასურველი და მიზანშეწონილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა", _განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნატო საქართველოსთვის ინდივიდუალურ, არსებით პაკეტს შეიმუშავებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად რას ითვალისწინებს ინდივიდუალური პაკეტი უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.