8-დან 12 ივლისამდე, ბათუმის ნავსადგურში, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ფრეგატა "სურკუფი" შემოვა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, დახვედრის ცერემონია პორტში, 8 ივლისს, 9:00 საათზე ზედგება, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევრარი დაესწრებიან. ასევე დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს თავდაცვის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
9 ივლისს, 17:00 საათზე კი გაიმართება ფეხბურთის მატჩი ფრეგატა "სურკუფის" ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის.
ასევე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რენო სალენსი გამართავს მიღებას ფრეგატის ბორტზე ხუთშაბათს, 10 ივლისს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის.
ფრეგატა "სურკუფი" ბათუმის პორტს, 12 ივლისს, 10:00 საათზე დატოვებს.