17 ნოემბერს კიევზე რუსეთის იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი ობოლონის რაიონში დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
დარტყმის შედეგად დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობა.
„თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაშავებული მედიკოსებს გადასცეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.