ტერორისტები თავისი ძალების აზოვის ზღვით გადადისლოცირებისათვის ემზადებიან, მაგრამ ჯერ გაურკვეველია უკრაინიდან თუ უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ბატალიონ „აზოვის" მეთაური ანდრეი ბელეცკი აცხადებს, რომ შესაძლოა მზადება მიდიოდეს ზღვით გადასროლისათვის.
„შესაძლოა მზადება მიდიოდეს ზღვით გადასროლისათვის. თან ჯერ რთული სათქმელია თუ რომელ მხარეს განხორციელდება ეს და რას ისახავს მიზნად: ბოევიკების გაძლიერებას თუ ბოევიკების ყირიმში გადაყვანას",_ აცხადებს ბელეცკი.
ამავე დროს მისივე თქმით, აზოვის სანაპირო უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„სანაპირო კონტროლდება.კონტრაბანდა, იარაღის შემოტანა და ადამიანების დიდი პარტიის გადაყვანა ერთმნიშვნელოვნად შეწყვეტილია",- განაცხადა ბელეცკიმ და აღნიშნა, რომ „აზოვი" სეპარატისტების ღირსეულად დახვედრისათვის მზადაა.