მოსკოვის ცენტრში ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი გალსკი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშმავს, რომ ე.წ კანონიერი ქურდი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მამაკაცი 27 წლისაა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი აღმოუჩინეს. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ე.წ. კანონიერი ქურდი დაკავების მომენტში ავტომობილით იმყოფებოდა. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი აქვთ. ყველა მათგანი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.