თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა აიყვანეს. ამ დროისთვის ის მოდულის შენობაში იმყოფება.
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
უგულავა აეროპორტში დილის 06:00 საათზე დააკავეს, იმ დროს, როდესაც ის ,,ნაცმოძრტაობის" წევრი გიგა ბოკერია უკრაინაში მიემგზავრებოდნენ.