უკრაინელებთან ომმა რუსეთის წინააღმდეგ 40 მილიონი სლავი განაწყო. აცხადებს გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბზეჟინსკი და აღნიშნავს, რომ რუსული პუტინური კონცეფცია გაყოფილი ხალხისა ეს „შოვინისტური განცხადებების ათვლის წერტილია იმის შესახებ, რომ რუსეთის სუვერენიტეტი ვრცელდება ყველა რუს ადამიანზე, სადაც არ უნდა იმყფებოდნენ ისინი".
„მათ ვინც იცნობს ევროპის ისტორიას მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ეს განცხადებები შემაშინებლად ნაცნობად მოეჩვენება",_ განაცხადა ბზეჟინსკიმ.
„ჩვენ საქმე გვაქვს მთლიან მსოფლმხედველობასთან - ამბიციურ მსოფლმხედველობასთან, რომელიც ამართლებს მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსეთი მსოფლიოს ზესახელმწიფოა და არაფერი საერთაშორისო დიალოგის დროს დასავლეთთან ბატონ პუტინს ისე ძლიერად არ შეხებია, როგორც პრეზიდენტ ბარაკ ობამას სიტყვები შეეხო, რომელმაც რუსეთს ძლიერი რეგიონალური ზესახელმწიფო უწოდა. ამაზე უფრო საწყენ დახასიათებას ის ვერ გააკეთებდა",_ აცხადებს ბზეჟინსკი.
მისივე თქმით, პუტინის მსოფლმხედველობის დოქტრინალური საფუძვლის გაგება - „ეს მნიშვნელოვანი ათვლის წერტილია უკრაინული საკითხის განსახილველად".
ის მიიჩნევს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე გახდება თუ არა უკრაინა „პუტინის მსოფლმხედველობის წარმატების ან კრახის სიმპტომი".
ბზეჟინსკის აზრით, „უკრაინის მხარდაჭრაა საჭირო იმ შემთხვევაში თუ ის წინააღმდეგობას გადაწყვეტს".
„არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ ეს მზაობა დაიმალოს. თუ უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას გადაწყვეტს ის იარაღს მიიღებს და ჩვენ მათ ამ იარაღს მივცემთ მანამ ვიდრე თავარ შეჭრის ფაქტი მომხდარა",_ აცხადებს პოლიტოლოგი.
„ეს უნდა იყოს იარაღი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია დიდ ქალაქებში ომის დროს... ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაგალითები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ან ჩეჩნეთის ომის დროს ქალაქების წინააღმდეგობის პირობებში გამოიყენებოდა.
თუ ისეთი მსხვილი ქალაქები, როგორებიც არიან ხარკოვი ან კიევი წინააღმდეგობას გადაწყვეტენ მაშინ საბრძოლო მოქმედებები ქალაქებში გადაინაცვლებს, კონფლიტქტი გაიწელება და ძალიან დიდი ხარჯი გახდება საჭირო",_ აცხადებს ბზეჟინსკი.
ამავე დროს, ბზეჟინსკის თქმით, დასავლეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა კომპრომისული გადაწყვეტილებების შესაძლო ვარიანტების ძიების საკითხში.
ბზეჟინსკის შესაძლო კომპრომისის ფორმულა - უკრაინა უარს ამბობს ნატოზე, მაგრამ ევროკავშირისკენ გზას აგრძლებს.
რუსეთი თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნატოზე უარი თქმის სანაცვლოდ უარს ამბობს მცდელობებზე ჩაითრიოს უკრაინა ევრაზიულ კავშირში.
„რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა არ გახდება მითიური ევრაზიული კავშირის წევრი", აცხადებს ბზეჟინსკი და უკრაინი საკითხზე საუბრისას ყირიმზე ამახვილებს ყურადღებას.
ბზეჟინსკის აზრით, ყირიმი რუსეთისათის მძიმე ეკონომიკური ტვირთი გახდება.
„რუსემა ყირიმის განვითარებაში უზარმამაზარი ეკონომიკური სახსრები უნდა ჩადოს. ყირიმის მიერთების მომენტიდან იქ ფასები სამჯერ გაიზარდა",_ აცხადებს ბზეჟინსკი.
თუმცა, ბზეჟინსკის თქმით, არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინის განვითარების პროცესისათვის.
„რუსეთმა თავისი მოქმედებებით თავის წინააღმდეგ 40 მილიონი ადამიანი განაწყო. სხვა სლავებისაგან განსხვავებით, უკრაინელები არასოდეს იყვნენ მტრულად განწყობილნი რუსეთის მიმართ.
უკრაინელების რუსეთისადმი მტრული დამოკიდებულება - ეს ახალი მოვლენაა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება",_ აცხადებს ბზეჟინსკი.
„უკრაინა დროთა განმავლობაში არა მხოლოდ გახდება რუსეთისათვის სერიოზული პრობლემა, არამედ ეს რუსეთს კიდევ უზარმაზარი ტერიტორიის დაკარგვას უქადის და ეს რუსეთის ექსპანსიური იმპერიის ისტორიაში უდიდესი ტერიტორიული დანაკარგი იქნება. ამან კი შესაძლოა ახალი მითოლოგია დანგრიოს, რომელიც მსოფლიოში რუსეთის როლს ეხება",_ განაცხადა ბზეჟინსკიმ.
მისივე აზრით, რეალობამ „შესაძლოა ეს მითი დაანგრიოს".
„ამიტომაც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ განვითარებადი მესამე კლასი გაიგებს, რომ ის მითოლოგია, რომელთაც მათ თავს ახვევს პუტინი და რომელსაც იღებს ნაკლებად განათლებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი და შოვინისტურად განწყობილი ადამიანები ეს არის გზა არსაით და რომ რუსეთის დანიშნულებაა იყოს მძლავრი ევროპული ქვეყანა. და ამის შესახებ ისინი გაიხსენებენ მუდამ, როდესაც ისინი გაიხედავენ აღმოსავლეთისკენ და თავის თავს შეეკითხებიან: რა მნიშვნელობა აქვს ჩინეთს რუსეთის მომავლისათვის",_ განაცხადა პოლიტოლოგმა.