შვედეთის პარლამენტის სპიკერი, პიერ ვესტერბერგი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ულოცავს. მისასალმებელ განცხადებაში პიერ ვესტერბერგი აღნიშნავს, რომ მას სწამს, საქართველოს ევროპული ღირებულებების და ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
„ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს. ჩემთვის და შვედეთისთვის ეს უნიშვნელოვანესი მომენტია, რადგან სავაჭრო შეთანხმება და ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას, იდეების გაზიარებას, საქონლისა და ადამიანური რესურსების გაცვლას. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია. გისურვებთ წარმატებას". აღნიშნა შვედეთის პარლამენტის სპიკერმა.