შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება მიულოცა. როგორც მან განაცხადა ხელშეკრულება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
„დღეს უდიდესი დღეა საქართველოსა და ევროკავშირისთვის, რადგან დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ და ასევე შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. ამ შეთანხმებებზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით იმისთვის, რომ ადღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებები ელის რატიფიკაციასა და იმპლემენტაციას. და ისინი საქართველოს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, იმ ბრძნული პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო აწარმოებს და რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად განუმტკიცებს ადგილს ევროკავშირის სტრუქტურებში. შვედეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლიც მთელი ძალისხმევით ცდილობდა ამ პროცესის ხელშეწყობას. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ორიენტაციას. ასე, რომ, ეს ბედნიერი დღეა როგორც საქართველოსთვის, ასევე შვედეთისთვის, გილოცავთ"- განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.