ხვალ, 26 მარტს, 16:00 საათზე, ქუთაისში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი დაესწრება. პარალელურად ნიკოლოზ რურუა ქუთაისში კულტურისა და სპორტის სფეროში არსებულ ტენდენციებს გაეცნობა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო მუზეუმის ინვენტარიზაცია დასრულებულია. ფონდებში დაცული 200 000-მდე ექსპონატი აღწერილი და ანოტირებუილია თანამედროვე სტანდარტებით. 2010 წელს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით საბერძნეთიდან მოწვეული სპეციალისტები განახორციელებენ მუზეუმის შიდა საექსპოზიციო სივრცის პროექტს.
რეაგიონალური მუზეუმების რეაბილიტაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციის ყველზე რთული ეტაპები თითქმის დასრულებულია - განხორციელებულია მუზეუმის ტერიტორიის ტოპოაგეგმვა, გეოლოგიური კვლევა; ახალი მუზეუმის შენობის ესკიზური პროექტი, ზონირების გეგმა და მუზეუმის ახალი ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილის პროექტი. უკვე შესწავლილია და თანამედროვე სტანდარტებით ინვენტარიზებულია სახვითი ხელოვნებისა და ძვირფასი ლითონების განყოფილების ჭედური ხელოვნების, ფერწერული ხელოვნებისა და ქსოვილების კოლექცია, პალეონტოლოგიის განყოფილების ნუმიზმატიკისა და არქეოლოგიისა კოლექცია.
ასევე განხორცეილდა სპეციფიკური ფორმატის ინვენტარიზაცია არქეოლოგიისა და პალეონტოლოგიის, ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნთა და ეთნოლოგიის განყოფილებებში.
საგულისხმოა, რომ 2004 წლიდან დღემდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღდგენილია საგურამოსა და ყვარელის ილია ჭავჭავაძის სახლ მუზეუმი და სიღნაღის მუზეუმი.