19-22 ივნისს, ანაკლიაში ტარდება პირველი ტრენინგ კურსი I მოდულის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ კონკურსის შედეგად შერჩეული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები საქართველოს ექვსი რეგიონიდან.
„სამოქალაქო საზოგადოება დიალოგი პროგრესისათვის" ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ოპერირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ბელორუსია და უკრაინა. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (გერმანია) და კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.
ეს არის პროგრამა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს აძლევს საშუალებას შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, იპოვონ ახალი პარტნიორები და თანამოაზარეები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მთავრობასთან, ევროკავშირის დელეგაციასთან და ევროკავშირის ექსპერტებთან დისკუსიებში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
შემოთავაზებული ტრენინგის პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან, სულ 6 ტრენინგისაგან: მოდული: 1 - ორგანიზაციული განვითარება; მოდული 2 - ტექნიკური და ორგანიზაციული უნარების განვითარება პოლიტიკის დიალოგში ეფექტური მონაწილეობისათვის; მოდული 3 - ალიანსებისა და ქსელების გაძლიერება.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერების პროგრამა 2014 წლის მარტიდან დაიწყო და 2015 წლამდე გაგრძელდება.
ანაკლიაში ტრენინგ კურსი 22 ივნისს დასრულდება.