მარნეულის #25 და #57 საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
,,მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეოების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, გაუქმებულია მარნეულის ორი უბანი, ეს არის #25 და #57 უბანის შედეგები. ამ ორ უბანზე 29 ივნისს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა", -განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, ნაცმოძრაობა" მარნეულში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა და შედეგების გაუქმებას ითხოვდა. მათ ვიდეომასალაც გაავრცელეს სადაც არჩევნების გაყალბების ფაქტებია ასახული. Aამის შემდეგ ცესკო-მ მარნეულის ორი უბნის შედეგები ბათილიდ სცნო.
,,გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომლის მედიასაშუალებებით გავრცელების შემდეგ მარნეულის ოლქმა, საკუთარი ინიციატივით, ამ ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო და გამოსცა განკარგულება მარნეულის ორი უბნის #25 და #57 უბნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ამ ორი უბნის შედეგები ბათილია", - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.