საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ კვლავ შეშფოთების საგნად რჩება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული დაშინება და ძალადობა.
მისივე განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებს. საარჩევნო პროცესი იყო გაუმჯობესებული, გაზრდილია ასევე ქალ კანდიდატთა მონაწილეობა. ამავდროულად, კვლავ შეშფოთების საგნად რჩება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული დაშინება და ძალადობა. ყოვლად მიუღებელი უნდა იყოს ძალადობა და დაშინება მეორე ტურამდე. დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ანგარიშვალდებული მთავრობა, ასევე კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა. მივესალმებით ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს საარჩევნო პროცესში. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას", _ნათქვამია ეშტონის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესმდივანი ავრცელებს.