ხვალ, 18 ივნისიდან საგამოცდო ბარათების დარიგება, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაიწყება.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს საკუთარ სკოლებში მიიღებენ.
სკოლადამთავრებულები, ისევე როგორც მაგისტრანტობის კანდიდატები, რეგისტრაციისას მითითებულ ადგილებზე.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაწილეები ბარათის აღებას საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეძლებენ, სტუდენტები - თავიაანთ უმაღლეს სასწავლებლებში.
აპლიკანტებს, რომლებსაც დაავიწყდათ რეგისტრაციის დროს საგამოცდო ადგილის მითითება, საშუალება ექნებათ ბარათი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10:00-18:00 საათამდე აიღონ.