ცესკო-მ მარნეულის ორი უბნის შედეგები ბათილიდ სცნო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
,,გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომლის მედიასაშუალებებით გავრცელების შემდეგ მარნეულის ოლქმა, საკუთარი ინიციატივით, ამ ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო და გამოსცა განკარგულება მარნეულის ორი უბნის #25 და 5#7 უბნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ამ ორი უბნის შედეგები ბათილია", - განაცხადა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, ნაცმოძრაობა" მარნეულში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა და შედეგების გაუქმებას ითხოვდა. მათ ვიდეომასალაც გაავრცელეს სადაც არჩვნების გაყალბების ფაქტებია ასახული.