არასამთავრობო ორგანიზცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" მობილურმა ჯგუფებმა თბილისის მასტაბით არჩევნების მიმდინარეობაზე დაკვირვება დაასრულა. ორგანიზაციამ 5 ოლქის 55 უბანზე განახორციელა დაკვირვება. ამომრჩეველთა აქტივობა რიგ უბნებზე 45%-ს აღემატება. საშუალოდ თითოეულ უბანზე ამ დროითვის 500 ამომრჩეველია მისული. გამოიკვეთა უბნები, სადაც აქტივობა შემცირდა 17:00 საათის შემდეგ.
დანამდვილებით შესაძლებელია ითქვას, რომ ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წევრებმა გადაინაცვლეს საარჩევნო უბნებზე ისნის და საბურთალოს რაიონებში, სადაც ხმის დათვლის პროცესს დააკვირდებიან.
ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" საინტერესო ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში დამატებით გაავრცელებს ინფრომაციას, ხოლო ხვალ, 16 ივნისს გამართავს პრესკონფერენციას და შეაჯამებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენებს.