საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენიუკს სამძიმრის წერილები გაუგზავნა. საქართველოს მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 49 სამხედრო მოსამსახურის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს უკრაინის მთავრობასა და უკრაინელ ხალხს.
"მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ ღრმა მწუხარების ჟამს, გისურვებთ გამძლეობას,"-ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები