საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
მინისტრმა ხმის მიცემის დროს ახალ პროცედურებზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ არც ერთი დარღვევა არ დარჩება გამოუძიებელი.
„საქართველოს არასოდეს ისეთი ზუსტი სია დამოუკიდებლობის შემდეგ არ ჰქონია, როგორიც დღეს არის ეს სია - ფოტოსურათიანი გაუყალბებელი და დღეს თქვენ ნახავთ, ამ ფოტოების წყალობით ყველანაირი კარუსელი იქნება გამორიცხული.
მივიღებთ დარღვევების შესახებ ინფორმაციას. არ არის გამორიცხული დღეს კომისიაც შევკრიბოთ თუ საჭირო გახდა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ უწყებათაშორისი კომისიის საგანგებო რეჟიმში შეკრება არ დაგვჭირდება იმიტომ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად მუშაობს, ხალხმა გაიგო, რომ სიმშვიდეა მთავარი არჩევნების დღეს და ეს დღე მე მჯერა, რომ მშვიდობიანად ჩატარდება",_ განაცხადა თეა წულუკიანმა.