შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.
,,არჩევნები ზოგადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. Mმარტვილისა და ანაკლიის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, მარტვილში არჩევნების პროცესი განახლდება, ანაკლიაზე ჯერ ინფორმაციას არ ვფლობ. სხვა უბნებზე არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს", _განაცხადა ჭიკაიძემ.