ქალაქ ბათუმში 102-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებიან, აგიტაციას და ჯგუფების მობილიზებას ახდენენ. როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, მათი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მშვიდობიან გარემოში წარმართვას.
ადგილზე ფაქტს შეესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთა დელეგაცია.
აღნიშნული პირები და მათი მიკროავტობუსები განაგრძობენ საარჩევნო უბანთან აგიტაციას.
მასალის გამოყენების პირობები