ახალქალაქის მე-4 საარჩევნო უაბნზე საარჩევნო კომისიის წევრი,გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ, ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა 11:00 საათიან საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
,,ახალქალაქის მე-4 უბანზე, დღეს დილით უბნის გახსნამდე გულის შეტევით გარდაიცვალა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ლევონ საპონჯიანი. ცენტრალური საარჩევნო კომისია მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", _განაცხადა ეკა აზარაშვილმა.