მარტვილის რაიონის მე-16 უბანზე საარჩევნო პროცესი აღდგა. ამის შესახებ, 11:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
"მარტვილის მე-16 უბნიდან გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში ნაპოვნია საარჩევნო უბანთან ახლომდებარე ტერიტორიაზე. მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დაგვიანებით გაეხსნა მე-16 საარჩევნო უბანი და უბანზე კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს", _განაცახდა აზარაშვილმა.
წუხელ, დაახლოებით 2-დან 3- საათამდე მარტვილის საარჩევნო ოლქის დოშაყეს #16-ე საარჩევნო უბანი დააყაჩაღეს.
შეიარაღებულმა პირებმა საარჩევნო უბნიდან, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავდა, საარჩევნო ბიულეტენები და ყუთი წაიღეს.უბანში რეგისტრირებულია 350 ამომრჩეველი.
შსს ინფორმაციით, მარტვილის რაიონში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.