არასამთავრობო ორგანიზცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მიესალმება საქართველოში დევნილი მოსახლეობისათვის მუდმივი საცხოვრებელი ფართის გადაცემის პროექტის აქტიურ ფაზაში გადასვლას.
დღესდღეისობით იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაწილისათვის საცხოვრებელი ფართის არქონა, ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. დღემდე მრავალი ოჯახი უმძიმეს საცხოვრებელ პირობებში იმყოფება, სადაც არ არის საცხოვრებელი მინიმალური სტანდარტები დაკმაყოფილებული.
როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 550 დევნილი ოჯახისათვის ბინების საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს, გარდა აღნიშნული 550 ოჯახისა, ბინები უკვე დაუკანონდა 842 დევნილ ოჯახს, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დამუშავების ეტაპზეა კიდევ 502 ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი.
მიგვაჩნია, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ" აქტიურად უნდა განაგრძოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ოჯახების დასახლების პროექტი და უზრუნველყოს რთული საცხოვრებელი პირობების პრობლემის გადაჭრა.