კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი მაინც დარჩება. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია და ამ ეტაპზე ცვლილებები შეუძლებელია.
,, "საჯარო განცხადებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ გაკეთდეს კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გავლენას ვეღარ მოახდენს ბიულეტენში არსებულ ჩამონათვალზე. შესაბამისად, ყველა ასეთი საჯარო განცხადების მიუხედავად, მაინც დარჩებიან კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში და შესაბამისად საარჩევნო კომისია დაითვლის მათ ხმებსაც, როგორც ყველა დანარჩენის შემთხვევაში", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ურჩიოს მარნეულში გამგებლობის საკუთარ კანდიდატს მოცხსნას საკუთარი კანდიდატურა.
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ რაიონში ეთნიკურ ნიადაგნზე ესკალაიციის გამორიცხვის მიზნით, პოლიტსაბჭო ურჩევს კოალიციის კანდიდატს, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ.
"კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ.
ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი, მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებო კანდიდატი.
აქამდე ყველა ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ამას აყენებდა სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღალა, რაც ხელს უწყობდა ქვეყანაში, საზოგადოებაში დაბალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას.
იმის ნიშნად, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოებრივი თანხმობა და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ვქმნით პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლება თავად ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.