შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მსუბუქი ავტომანქანებით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლით გზით ისარგებლონ.
რაც შეეხება სატვირთო ავტომანაქანებს, შინაგან საქმეთა სამინისტრს ცნობით, მათი გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლით გზითაც დროებით შეზღუდულია.
რიკოთის გვირაბის დასავლეთის მხარეს მეწყერმა გზის სავალი ნაწილის სამი ზოლი სრულად ჩახერგა.