საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში "კონფლიქტების დროს ძალადობის წინააღმდეგ".
ღონისძიების მასპინძელია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი უილიამ ჰეიგი და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის საგანგებო წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლი. სამიტს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან სახელმწიფო ლიდერი და პოლიტიკოსი ესწრება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მაია ფანჯიკიძე პირადად გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, უილიამ ჰეიგის მიერ არის მიწვეული.
კონფერენცია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა გახსნა. საკუთარ გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ გლობალურ სამიტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი შეიკრიბა, ღონისძიების მიზანია ერთობლივი ძალებით აღკვეთოს ადამიანებზე ძალადობა კონფლიქტის ზონებში.
სამიტის დევიზია "მოქმედების დროა" (TimeToAct).
"ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს ძალადობას. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უბრალოდ თანაგრძნობა და ამ ყველაფრის შორიდან თვალის დევნება. მე გთხოვთ ყველა თქვენთანაგანს ყურადღებით შეისწავლოთ ეს საკითხი და თქვენი ქვეყნების საკანონმდებლო ბაზებში მოამზადოთ ისეთი მუხლები, რომლებიც აღკვეთავდა ძალადობას"-განაცხადა გლობალირ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ბრიტანეთის პარლამენტში, სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო