სართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს სხდომის დღის წესრიგში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და პარტიულ-საორგანიზაციო საკითხები იყო.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს პრემიერ-მინისტრის ბოლო დროს განხორციელებულ ვიზიტებზე.