დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC -ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ღარიბაშვილმა BBC -სთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.როგორც ღარიბაშვილმა განმარტა ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა და ამ მიზნით კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და პარალელურად რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებით.
,,აფხაზეთში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია ვიდრე ყირიმში. თუ შევადარებთ აფხაზეთში, ე.წ სამხრეთ ოსეთში და ყირიმში არსებულ ვითარებას ძალიან დიდი შეცდომა მოგვივა. Aამ ორ დეფაქტო, ე.წ სახელმწიფოებს სურვილი ჰქონდათ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ და რუსეთმა აღიარა ორი დეფაქტო წარმონაქმნის დამოუკიდებლობა. Mმას შემდეგ პროგრესს ადგილი არ ჰქონია, რადგან ეს ორი ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი და ჩემი თვალსაზრისით რუსეთი დაინტერესებული არ არის ამ ორი ტერიტორიის მიერთებით", _განაცხადა ღარიბაშვილმა.