სტიქიამ თეთრიწყაროს რაიონის 5 სოფელი დააზარალა. დასეტყვილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივების განცხადებით, სტიქიამ, მთლიანად გაანადგურა მოსავალი.
ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც დააზარალა. მოვარდნილმა ნიაღვარმა კი სახლების პირველი სართულები დატბორა.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.