მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი პროცესის დასრულების შემდეგ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იწყებს ბრძოლას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც არ უნდათ საქართველო იყოს დემოკრატიული და მშვიდი.
,,დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას, რომ ავამუშავოთ მთელი საქართველო, ეს არ ეხება მხოლოდ მარნეულს. Uუნდა ვიბრძოლოთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც არ უნდათ საქართველო იყოს დემოკრატიული, მშვიდი და ჰქონდეს კარგი მომავალი", _განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის სარჩელი დააკმაყოფილა და იგი გამგებლობის კანდიდატად დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობა" და თავად იმამყულიევი ცესკო-ს და მარნეულის სამხარეო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, აჰმედ იმამყულიევი გამგებლობის კანდიდატობიდან მოიხსნა.