10 ივნისს, 11 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კველვის "საყდრისი-ყაჩაღიანი - კულტურული მემკვიდრეობიდან ოქროს თანამედროვე მოპოვებამდე" საჯარო პრეზენტაციას გამართავს.
კვლევაში გაანალიზებულია საყდრისი-ყაჩაღიანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების სამართლებრივი მხარე, დეტალურად არის განხილული ინფორმაცია საყდრისში ოქროს მომპოვებელი კომპანიების და ამ კომპანიების მმართველი პირების შესახებ. ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ძვირფასი ლითონების მოპოვების მიზნით გაცემული და გაგრძელებული იმ ლიცენზიების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საყდრისთან.