საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ ხევსურეთს ესტუმრება. 11.40 საათზე, ჩირდილის ჭალაში, მთავრობის მეთაური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად „საუკუნის გზის" პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი ბარისახოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარსაც მოილოცებს და დაესწრება ხელოვნების ტრადიციულ ფესტივალს „ქართული სული".
მასალის გამოყენების პირობები