უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად კალამი უკვე გაამზადა - წერს უკრაინული მედია და აღნიშნავს, რომ პეტრო პოროშენკო მზადაა უკვე უახლოეს დროში მოწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ ნაწილს. ეს განცხადება ინაუგურაციაზე თავად პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
„რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ კონკრეტულად იმისათვის, რომ კარგად ვიცხოვროთ, ვიცხოვროთ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ? ყველაფერი ეს დაწერილია ევროკავშორთან პოლიტიკური ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.
ჩვენ ყველა ერთად ძალისხმევას არ ვიშურებდით ამ დოკუმენტისათვის. ახლა ვოცნებობ მას ხორცი შევასხა, ამისათვის კი ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულების ეკონომიკურ ნაწილს.
მე ხელში კალამი უკვე მიჭირავს და როგორც კი ევროკავშირი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერა ამ საბედისწერო დოკუმენტზე უმალ გაჩნდება. ჩვენ არ გვაქვს უფლება შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის ხელის მოწერა შევაყოვნოთ",_ განაცხადა პოროშენკომ .
მისივე თქმით, იგივე ეხება უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას.
„ჩვენ უკვე დავასრულეთ პირველი ეტაპი და მალევე დავასრულებთ მეორეს, იმისათვის, რათა უკვე 2015 წლის იანვრიდან უკრაინელებს საშუალება ჰქონდეთ უვიზოდ იმოგზაურონ",_ განაცხადა მან.