უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი. ეს განცხადება პოროშენკომ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვისას გააკეთა.
პოროშენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან ყირიმის ოკუპაცია განახორციელა.
„რუსეთმა ყირიმი ოკუპაცია განახორციელა, რომელიც იყო, არის და იქნება უკრაინის. გუშინ მე ამის შესახებ განვუცხადე რუსეთის ხელისუფლებას",_ განაცხადა პოროშენკომ .
მასალის გამოყენების პირობები