საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ათასწლეულის გამოწვევა-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის შესახებ. მისი განცხადებით, ყველაფერი მზად არის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ძალაში შესვლისთვის და ხელმოწერა ახლო მომავალში შედგება.
საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის გაფორმებული მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის გრანტის სახით 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპაქტის მიზანია პროექტების განხორციელება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში.