თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მორიგ სხდომას გამართავს.
კომისია სულ 19 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაცია.
"ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ სხდომაზე მარნეულის რაიონში მომხდარ ინციდენტსა და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას ქვისლის გიორგი ღონიაშვილის დაკავების საკითხებს დააყენებს.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაყენებული საკითხებიც განიხილება. მათ შორისაა რეგისტრაციიდან კანდიდატების მოხსნის 50-მდე ფაქტი.