დღეს, 6 ივნისს, თბილის ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის" ორგანიზებით გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მატეუსი ეწვია.
მიუნხენის „ბაიერის" ყოფილი კაპიტანი ლუდსახარშ ზედაზენს სტუმრობდა, სადაც "konig Pilsener"-ის ინიციატივით ხელი მოეწერა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ფანკლუბის დაფუძნებას საქართველოში. ფანკლუბის საპატიო პრეზიდენტი ლოთარ მატეუსია. ფანკლუბის სლოგანია „უგულშემატკივრე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს "konig Pilsener"-თან ერთად და იყავი გამარჯვებული."
როგორც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლოთარ მატეუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის სასიამოვნოა უცხო ქვეყანაში გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს ამდენი გულშეატკივარი რომ ყავს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ გერმანიის ფანკულბის საპატიო პრეზიდენტი გავხდი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩემთვის უცხო ქვეყანაში გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს ამდენი გულშემატკივარი ყავს. რაც შეეხება მუნდილეზე გერმანიის შანსებს, ვთვლი რომ გერმანია ფავორიტთა შორისაა, თუმცა მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს არგენტინის ნაკრები მოიგებს" - განაცხადა ლოთარ მატეუსმა.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და საფეხბურთო სკოლებში.
ლოთარ მატეუსი საქართველოს ხვალ ღამით დატოვებს.