6 -დან 8 ივნისამდე თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი და გრან - პრი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, რუსეთიდან,ლიტვიდან, და თურქეთიდან. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს. დასწრება თავისუფალია.
ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ განაცხადა:
ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, საცხენოსნო სპორტის ფედერაციას 2013 წლიდან უჭერთ მხარს და ვთვილთ,რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ცხენოსნობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გარდა, ქართულ ტრადიციებთანაც მჭიდრო კავშირშია, ამიტომ ვისურვებდით დღესაც მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტის ამ სახებით. ეს ტურნირიც, ვითიბის თასზე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები