აფხაზეთში ჩემი აზრით, არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებთან პრესკონფერენციისას განაცხადა. მისი განმარტებით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, არ ღირს აჟიოტაჟის ატეხვა და ეს მხოლოდ საკადრო გადაადგილებაა.
"რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ამ ეტაპზე, არ არის საჭირო, ავტეხოთ აჟიოტაჟი და დავძაბოთ საზოგადოება. ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება. სპეკულაციებია, რომ თითქოს გალის მოსახლეობას შეექმნება პრობლემები, მოგვიანებით, უფრო შესაძლებელი გახდება დასკვნების გაკეთება. ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება აფხაზეთში ღიად არის დეკლარირებული. რეალურად, დავიწყეთ ჩვენს მოძმე აფხაზებსა და ოსებთან შერიგების პოლიტიკა. შევცვალეთ რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ამ ეტაპზე, დამატებითი აჟიოტაჟის სექმნა არ გვსურს. ამას სჭირდება დადასტურება, დაკვირვება და სწორი ანალიზი.
მასალის გამოყენების პირობები