დღეს, 4 ივნისს საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი, ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორთან, გაზისა და ნავთობის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, აგრეთვე ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგებში 4 ივნისს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე- პრეზიდენტები ლაშა ჩხენკელი, კახა კოხრეიძე და გენერალური დირექტორი ნინო ჩიქოვანი გამართავენ შეხვედრას ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან ბორივოი მინართან, აგრეთვე ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის სხვა წარმომადგენელბთან.
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის, საქართველოში ვიზიტი ორდღიანია და ის 4-5 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები