ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 აგვისტოს დაინიშნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. ცესკომ არჩევნებისათვის მზადება უკვე დაიწყო.
აფხაზური ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, ე.წ. ცესკოში ე.წ. კანდიდატების წარდგენა 25 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში მოქმედი ე.წ. ოპოზიციის ზეწოლის შედეგად გადადგა. ამჟამად, მის მოვალეობას ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბგანბა ასრულებს, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.