საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას დაესწრება. პრეზინდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ იქნება გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველოს დელეგაციაში.
გიორგი მარგველაშვილმა პოროშენკოსგან ინაუგურაციაზე მიწვევა 27 მაისს მიიღო.
უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პოროშენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენიც დაესწრება.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს ჩატარდა, სადაც ბიზნესმენმა პეტრო პოროშენკომ მონაწილეთა ხმების 54,7%-ით გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები