რუსეთის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.
„ჩვენ პერიოდულად შეგვიწყვეტია ასამბლეასთან თანამშრომლობა - იმ დროით ვიდრე ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს",_ აცხადებს პუშკოვი და აღნიშნავს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია.
მისვე თქმით, რუსეთის დუმის თავმჯდომარემ სერგეი ნარიშკიმა ეუთოს ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ყირიმთან და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაა ჩამოყალიბებული".
პუშკოვი ასევე აცხადებს, რომ დუმის ხელმძღვანელმა ასევე გამოხატა მზადყოფნა იმის შესახებ, რომ წავიდეს სტრასბურგში და იქ სიტყვით გამოვიდეს, მხოლოდ მას შემდეგ რაც რუსულ დელეგაციას უფლებები აღუდგება.