ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა მოამზადა საარჩევნო რუკა. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც დაეხმარება როგორც ამომრჩეველს ისე არჩევნებში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს.
საინფორმაციო ხასიათის რუკაზე ასახულია ამორმჩეველთა საერთო რაოდენობა ოლქების მიხედვით, გენდერულ ჭრილში; ასევე ხელმისაწვდომია ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების, მაჟორიტარული ოლქების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული უბნების შესახებ. მომხმარებელს შეუძლია ნახოს დეტალური მონაცემები როგორც ოლქების ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებთან მიმართებაში. საინფორმაციო რუკა მუდმივად განახლებადია.