,,ისე უნდა აღკვეთოთ და ებრძოლოთ დანაშაულს, რომ არ დაითრგუნოს ჩვენი ხალხი", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, მოქალაქისთვის, სახელმწიფო და პოლიცია გახდა იმედი და მისი უსაფრთხოების დაცვის გარანტი.
,,დღეს მოქალაქისთვის, სახელმწიფო და პოლიცია გახდა იმედი და მისი უსაფრთხოების დაცვის გარანტი. მაგრამ ამავდროულად, მე მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვინც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება. სწორედ აქ უნდა ჩანდეს თქვენი პროფესიონალიზმი. ისე უნდა აღკვეთოთ და ებრძოლოთ დანაშაულს, რომ არ დაითრგუნოს ჩვენი ხალხი, არ შეულახოთ მათ ღირსება. ჩვენი მიზანია მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს, როგორც ეს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანას ეკადრება და ასე უნდა დავამყაროთ წესრიგი. თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ ეს შეგიძლიათ", _განაცხადა ღარიბაშვილმა.