კახა ბენდუქიძე უარყოფს ინფორმაციას მისი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ის უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის, ეკონომიკური სათათბირო საბჭოს წევრი გახდა.
"დოჟდის" ეთერში ბენდუქიძემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც ახლა უკრაინას აქვს და განაცხადა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს საბაზისო რეფორმები.