საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს შეხვდა.
მაია ფანჯიკიძემ და სამანტა პაუერმა გაერო-ში დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიღების საკითხი განიხილეს, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ყურადღება გამაამახვილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ რთულ რთულ მდგომარეობაზე და აშშ-ს მხარდაჭერაზე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან დიდია საქართველოს მხარდაჭერა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მინისტრი უკვე შეხვდა პერუსა და ბენინის მუდმივ წარმომადგენლებს.